გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის, 119 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 37 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 69 ფაქტი გამოვლენილია კახეთში; აჭარაში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 19, იმერეთში - 15, შიდა ქართლში - 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 4, გურიაში - 4, ქვემო ქართლში კი, 1.
ჯამში ამოღებულია 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1311 ფაქტი გამოავლინეს.