საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საეკლესიო მსახურება მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩაატარა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. ასევე, 25 მარტი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.