"ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ უზრუნველყოფილია",-აღნიშნულის შესახებ,ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა , საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ ცენტრის ბრიგადები სტიქიის ზონაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
„ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც აუცილებელია სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად, როგორიცაა მაგ: მოქალაქეების მხარდაჭერა, დახმარება, სასიცოცხლო სერვისებით უზრუნველყოფა-ყველა ეს შესაძლებლობა გაჩენილია.
მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერი კეთდება. შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც კომუნიკაციებში გვეხმარებიან. იქ, სადაც შეიძლება ხანგრძლივი დრო დასჭირდეს გზის გაწმენდას, ასეთი მობილური ჯგუფებით ხდება კომუნიკაცია.ვიდრე ადგილზე გამოცხადდებიან ის ბრიგადები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას განახორციელებენ. ეს ადამიანები, სატელეფონო კავშირის მეშვეობითაც ხაზზე იმყოფებიან და მოქალაქეებს საჭირო რჩევების მეშვეობით, ყველა საჭირო სერვისს აწვდიან.
სასწრაფო დახმარების მხრივ ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია დაწესებულებამ და უნდა შევაქოთ ექიმები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ“,- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.