"ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის ზიანის მომყენებელი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ეპისკოპოსმა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონმა განაცხადა. 

"ხვალიდან უფრო მეტნაკლებად გასაგები გახდება მოვლენები. ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის ზიანის მომყენებლი. თუნდაც, ასეთ კონტექსტში რომელზეც არის სააუბარი. 

არ იქნება უმართებულო მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სინოდის სხდომა, რომ გაიმართოს" - განაცხადა მეუფე ზენონმა.