ჭყონდიდის მიტრიპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ ე.წ. ამბოხებულ სასულიერო პირებს ამბიონიდან კიდევ ერთხელ სინანულისკენ და საჯარო შენდობისკენ მოუწოდა და აღნიშნა რომ ის მიტროპოლიტი არავის არ უტევს, არც არავისთვის შუტევია და ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებები მისგან პროვოცირებული არ იყო.
ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ,,ჯერჯერობით სიმშვიდისკენ მივდივართ, თუ რამე არ აირდაირია.მშვიდობა მინდა.არავის არ ვუტევ და არც არავისთვის შემიტევია.ის დაძაბულობა რომელიც იყო, არცერთი არ იყო ჩემს მიერ გამოწვეული და პროვოცირებული.არ ვცდილობ არავის გავურჩიო სიტუაცია, მინდა რომ აღდგომამდე თუ ვინმეს სურს დაინახოს თავისი სიტუაცია, მდგომარეობა შეიმსუბუქოს, ვისაც ენდომება მოვიდეს, ვისაც ზიარების პრობლემა აქვს მიეცემა თუ სინანული ექნება.მღვდელმოქმედების საკითხებიც, თუ საჯაროდ მოინანიებენ ადამიანები, გარკვეული პირობები მექნება.როგორც ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ეკლესიას, ასევე ღიად შენდობა ითხოვონ,"- განაცხადა მან.