„მოიფიქრეს რაღაც, მოსამართლეები არ მოსწონთ და მოდით, უცხოელი ხალხი ჩავრიოთ და იმათმა თქვან ვინ არის კეთილსინდისიერი და ვინ - არაო. ახლა მე რომ დამავალოთ, პარტიები რომ არჩევნებზე გადიან, სიები მე რომ შევუმოწმო და მე რომ მომანდოთ ვინ გავიდეს და ვინ არა, მე ხომ ჩემი შეხედულება მექნება. - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
"მე უნდა გადავუწყვიტო, ან უცხოეთიდან უნდა გადაწყვიტონ? - არა. ის საშინელი სასამართლო აღარ გვაქვს, რომელიც პროკურატურის ნოტარიუსი იყო, ამიტომ ისეთ რაღაცებში არ უნდა ჩავერიოთ, რაც ჩვენი საქმე არ არის“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.