ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა:
"ღმერთმა როდესაც შექმნა სამყარო, ადამიანი სამყაროს გვირგვინად შექმნა, ადამი გახდა ღირსი რომ თითოეული საგნისთვის სახელი ეწოდებინა და დღესაც, სხვადასხვა ენებში შემორჩენილია კიდევ ეს სახელები.
თუ დავაკვირდებით ქართულ ენას, უდიდესი სიბრძნის ენაა, მართლად ღვთიური ენაა, მე სხვა ენებზე არაფერს არ ვიძახი, ღმერთმა ყველა ერი დალოცოს, ყველა ენა დალოცოს. იმიტომ რომ თუ არა უფლისგან, არცერთი ენა არ იქნებოდა.
ღმერთს ყველა უყვარს, მაგრამ ჩვენი საქართველო და ქართველი ერი ისე შეიყვარა, რომ დედამისს ეს საუკეთესო ადგილი მისცა და აჩუქა. რატო ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი, იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო რაც იყო, უფალმა მისცა ის დედამისს და ჩვენ გვეკუთვნის თუ არა, რომ უფლის მადიდებლები ვიყოთ ყოველთვის.
ჩვენი გოლგოთა გასავლელი გვაქვს, როგორც ადამიანს, ისე ერს რომ დავიმსახუროთ უფალთან მისვლა. ის თუ ჩვენთვის ეწამა, ჩვენც ვეწამებით მისთვის ხომ? წამება მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს რომ ვიღაცამ რაღაც ჩაგარტყას. ნიშნავს იმას რომ შენ გწამს ქრისტე.
გოლგოთა მეტ-ნაკლებად ყველას გვხვდება. უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვცხონდეთ.".