თბილისის მერიის ინფორმაციით, ხარვეზი აღმოფხრილია და მეტროსადგურები შეუფერხებლად ემსახურება მგზავრებს.
რამდენიმე საათის წინ მერიამ გაავრცელა განცხადება, "ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.
მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამიშვილამდე“ და პირიქით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!"