თბილისში. მეტრო "სამგორის" მიმდებარედ დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს ცეცხლი უკიდია.
როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, "დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც დგას ჩიხში და გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად ცეცხლი უკიდია. ამ დროისთვის დაშავებული არავინაა, ადგილზე მობილიზებულია 14 ეკიპაჟი.