თბილისში, მეტეხის ხიდთან მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი იპოვეს. 

ამ წუთებში, ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

საათზე მეტია, მყვინთავები ავტომობილის პოვნას ცდილობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში, ან არის თუ არა მსხვერპლი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ტვ "რუსთავი 2"