გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ტყუილი უწოდა.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს." - წერს მამა ანდრია.