შეხვედრაზე პროგრამის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.
პროექტი „ნორჩი რეინჯერი“ დაცული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით ხორციელდება. ეს არის შემეცნებით-ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის და ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავება.
პროგრამის ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ საინფორმაციო შეხვედრებში, ლექცია-სემინარებში, ტრენინგებში და მონაწილეობა მიიღეს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურებში. მონაწილეები გაეცნენ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას, მაჭახელას ეროვნული პარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას და რეინჯერის პროფესიის სპეციფიკას.
„ნორჩი რეინჯერის“ პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები, ძირითადად, ეროვნულ პარკებში ტარდება და მოიცავს საინფორმაციო შეხვედრებს, თემატურ კონკურსებს, გამოფენებს, დასუფთავებისა და გამწვანების აქციებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გარემოსდაცვითი განათლების პრაქტიკულ ნაწილს.











