ბექა გრიგორიადისი, რომელიც შვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა აქციას მართავს, დღეს პარლამენტთან, პროტესტის ნიშნად პირი და თვალი ამოიკერა.
2023 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ, პარლამენტთან კარვის გაშლის დროს დაკავებულ ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ის პარლამენტთან კარვის გაშლის დროს დააკავეს.
ცნობისთვის, მამა, შვილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
ბექა გრიგორიადისმა 19 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. "ჩემი შვილი შეეწირა რუსულ კანონს და თუ საჭირო გახდა, დღეს მე შევეწირები. ხალხს მობეზრდა წადი-მოდი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, ან ეს რუსული რეჟიმი, ან ჩვენ ის 90%-ი ვისაც ევროპა გვინდა. 26-ის მერე მე ვიწყებ სერიოზულ აქციებს, ამათ არ მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩემი შვილი გაამწარონ, გამორიცხულია ეს“,
პ.ს. ფოტო: ვახო ქარელი "ფორმულა"