წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ აღდენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. 

 ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.

ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.