ხვალ, 24 აგვისტოს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, გალის ქუჩა N23-თან,  წყალმომარაგების სისტემაზე გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 24 აგვისტოს, 23:50 საათიდან 25 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

გალის, ჭოველიძის, ლარსის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, გოგებაშვილის  ქუჩას და შესახვევებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

23.08.19