28 თებერვალს, 19:00 საათზე ხელოვნების სასახლე გიწვევთ ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრების გამოფენაზე სახელწოდებით - "ორი ამბავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მარიონეტები სპექტაკლებიდან:

• მოლიერის “მიზანთროპი”
• ბიბლიის “მეფეთა ცხოვრება”
აღნიშნული სპექტაკლები, მისი ხელმძღვანელობით, 1984-1992 წლებში იდგმებოდა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის მარიონეტების ექსპერიმენტალურ თეატრში.
საგამოფენო სივრცის მეორე დარბაზი დაეთმობა აბსტრაქტულ კალიგრაფიული კომპოზიციებს;
“ყველაზე ლამაზი ხაზი ისაა, რომელიც არაფერს არ გამოსახავს … თუ არ გამოხატავს … ან თითქოს არ გამოსახავს, მაგრამ იხელთებს უმთავრესს… თვითონ ხდება რაღაც ახალი ენა…”
 გრაფიკოსი, კალიგრაფიისა და თოჯინების ოსტატი: ბაჩანა ხალვაში
დიზაინერი: ლუკა გოცირიძე
გამოფენის კურატორები: თამთა ახალკაცი, თიკო საჩალელი, ლალუ ხოსიტაშვილი
თოჯინების ფოტოების სერია: ჯუდა-ხატია ფსუტური