თბილისის მერია კახა კალაძე კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"ვწუხვარ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო.
მან თავისი შემოქმედებით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში ნუნუ დუღაშვილის სიმღერები სამუდამოდ დარჩება ქართველი მსმენელის გულში და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას." - წერს კახა კალაძე.








