უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ BBC-სთან ინტერვიუში განიხილა სამობილიზაციო ასაკის შესაძლო შემცირების საკითხი და მისი პირადი დამოკიდებულება საკუთარი შვილის სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

„მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას ეხება, კახა კალაძე პასუხსობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნისგან ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარი შვილი ომში მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში აკავებდნენ და ფრონტზე უშვებდნენ.

„ის რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ვხედავთ ყველა, რამხელა უბედურება ტრიალებს. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი, უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა დაეღუპა, ქვეყნიდან გავიდა უამრავი ოჯახი. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა ძალიან მძიმეა, როცა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი საუბრობს, რომ თავის შვილს მოხალისედ წასვლა გადააფიქრებინა, მაშინ როცა პირდაპირ აკავებდნენ ხალხს, ფრონტზე გასაშვებად. პარალელურად ჩვენგან პირდაპირ ჩარტერული რეისების დანიშვნას ითხოვდნენ, რაც ომში ჩართულობის მოწოდება იყო.

მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დმიტრო კულებამ BBC-სთან ინტერვიუში  განაცხადა: ერთადერთი, ვისაც სამობილიზაციო ასაკის 18 წლამდე შემცირება გაახარებდა, ჩემი შვილია, რომელიც 18 წლისაა და ძლივს დავარწმუნე, რომ უნივერსიტეტში სწავლა გაეგრძელებინა