საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღს ულოცავს.

"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა  და სიყვარულით ვულოცავ 91 წლის იუბილეს.

მისი უწმიდესობა არის ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბის საზოგადო მოღვაწე და ჩვენი დროის გამორჩეული მოაზროვნე.

ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას, მისი უმნიშვნელოვანესი  საქმიანობის დიდხანს გაგრძელებასა და ქვეყნის ერთიანობას." -  ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრი 
ჯუანშერ ბურჭულაძის მილოცვაში.