"Georgian Airways”-ს გადაჰყავს მხოლოდ ძაღლები და კატები, როგორც სამგზავრო სალონით ასევე თვითმფრინავის საბარგულით. მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ცხოველების ტრანსპორტირებისთვის.
მგზავრებმა უნდა დაიცვან შესამაბისი ქვეყნების სამთავრობო იმპორტ-ექსპორტის წესები. ბილეთის დაჯავშნის დროს გთხოვთ შეატყობინეთ აგენტს/კომპანიას, რომ თქვენ მგზავრობთ შინაურ ცხოველთან ერთად. ”Georgian Airways”-ს ძაღლები და კატები გადაჰყავს შემდეგი პირობებით:
ლეკვების და კნუტების მინიმალური ასაკი უნდა იყოს მინიმუმ 4 თვე.
ცხოველი უნდა იყოს ჯანმრთელი.
ცხოველი უნდა მოთავსდეს დაცულ კონტეინერში მთელი ფრენის განმავლობაში (არ ეხებათ გამძღოლ ძაღლებს).
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ცხოველის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომ კლასის კაბინაში.
ბიზნეს და პრემიუმ-ეკონომ კლასის ბილეთებით ცხოველთან ერთად კაბინაში ვერ იმგზავრებთ,
ამ შემთხვევაში ცხოველი უნდა დარეგისტრირდეს ხომალდის საბარგულში.