ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსში, რომელიც ლივერპულში მიმდინარეობს, მეორე ნახევარფინალის მონაწილეების გამოსვლა დასრულდა.
ევროვიზიის კონკურსის ქართველი მონაწილე ირუ (ირინა ხეჩანოვი) ფინალში ვერ გავიდა.
მეორე ნახევარფინალში თექვსმეტი ქვეყნის წარმომადგენელი გამოდიოდა. ფინალში ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი და სლოვენია გავიდნენ.
ფინალს მიღმა დარჩნენ დანია, რუმინეთი, ისლანდია, საბერძნეთი, საქართველო და სან-მარინო.
საქართველო ევროვიზის კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს. საუკეთესო შედეგი (მე-9 ადგილი) აჩვენეს სოფო ნიჟარაძემ 2010 წელს და „ელდრაინმა" 2011 წელს. საქართველო ფინალში ბოლოს 2016 წელს მოხვდა.