2004 წელს თბილისში ერთი ცნობილი ადამიანის ბინა გაქურდეს, 25 ცალი როლექსის საათი წაიღეს - მიხვდით ვისი ბინა იყო? - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თემამ მოიტანა და მეც ვიტყვი. 2004 წელია, ახალი დანიშნული ვარ პროკურორად და თბილისში ერთი ცნობილი ადამიანის ბინა "გატყდა". საქმე გაიხსნა თუ არა აღარ მახსოვს, მაგრამ ეგ არაა მთავარი - ოჯახის უფროსმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ჩვენებაში ნუ დამაფიქსირებინებთ  და ზეპირად გეტყვით რაც წაიღესო. წაღებული კი იყო ბევრი რამ, მათ შორის 25 ცალი როლექსის საათი, რომლის მინიმალური ღირებულება მაშინდელი ფასებით 20 000 დოლარიდან იწყებოდა. აბა გამოიცანით 25 როლექსი რა კატეგორიის ადამიანს ექნებოდა სახლში. ვერ მიხვდებით.
იმას ვინც მისაღებ გამოცდებს აწყობდა. მიხვდით ვისი ბინა იყო?“, - წერს ოქრუაშვილი.