ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, ამაზე ჯანდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში თავად წარადგინა.