ქართული საზოგადოება მტკიცედ იცავს ტრადიციულ ფასეულობებს - იმ ღირებულებებს, რომელსაც ისტორიულად ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხალხმრავალი მსვლელობა იმის დასტურია, რომ "საზოგადოება მტკიცედ დგას ჩვენი ფასეულობების სადარაჯოზე".

"ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი, ჩვენი ხალხი არის ძლიერი, მტკიცე და ჩვენი საზოგადოება მტკიცედ დგას ჩვენი ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ იცით, რომ არის საკმაოდ პრობლემური ტენდენციები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც არის აბსოლუტურად ხელოვნური. კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყნისთვისაც, ჩვენი საზოგადოებისთვისაც თავს მოეხვიათ აბსოლუტურად ხელოვნური, მანკიერი იდეოლოგია, თუმცა, ხედავთ, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხია წარმატებული. ქართული საზოგადოება მტკიცედ იცავს ტრადიციულ ფასეულობებს - იმ ღირებულებებს, რომელსაც ისტორიულად ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.