საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი რეჟისორის, 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის ელდარ შენგელაია გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს. ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.
როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში." - ნათქვამია წერილში.