თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძემ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებებს რუსეთთან მიმართებით უსაფუძვლო უწოდა.

მისივე თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, რომლის წარმომადგენლებმაც ქვეყნის მართვის მნიშვნელოვანი პერიოდი ხელიდან გაუშვეს და ახლა პოპულისტური განცხადებებით ცდილობენ მოსახლეობაზე ზემოქმედებას, აბსოლუტურად განსხვავებულია რუსეთის მიმართ ხელისუფლების მიდგომა.

,,ჩვენ რუსეთთან მიმართებით სწორ, მშვიდობისკენ მიმართულ პოლიტიკას ვაწარმოებთ. ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, ჩაერთოს სამხედრო ინტერვენციებში და ამით ზიანი მიაყენოს საქართველოს მოსახლეობას’’,-განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ირაკლი ხელაძემ საქართველოში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, როდესაც საკუთარი აზრის გამოთქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, ,,ქართული ოცნება’’ ყოველთვის იქნება მშვიდობის გარანტი და ქვეყანა სტაბილურ განვითარებას კვლავაც გააგრძელებს.