მორჩა კინო, წადით სახლში - "რეაქცია" და "იმედის კვირა" დაიხურა, - ამის შესახებ "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს, - ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოდ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.

ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში".