ინ-ვიტრო კლინიკები, შესაძლოა, სააგენტოს რეგულაციების ქვეშ მოექცეს - ჯანდაცვის სამინისტრო პროქტის შემუშავებას გეგმავს

1649840861
ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს შეიმუშავოს პროექტი, რომლითაც ინ ვიტრო კლინიკები რეგულირების სააგენტოს რეგულაციების ქვეშ მოექცევა.ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს შემოგთავაზებთ.
მინისტრის თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც უკონტროლოდ და ქაოსურად მიმდინარეობს პროცესი, რაც პაციენტის უფლებების დარღვევას იწვევს.
"ამის გარდა, არის ძალიან მაღალი რისკი. რაღაცა უცნაური მოწყობა აქვთ, არის ინ-ვიტრო კაბინეტები, გინოკოლოგიურები .... არის ბევრი ისეთი მიმართულება, რომელიც არ რეგულირდება არანაირად. ანუ წინასწარ ლიცენზიის აღებას არ მოითხოვს და ნებისმიერს შეუძლია გახსნას, დახუროს, ისევ გახსნას...
მოკლედ, ეს გასულია კონტროლიდან. პირველად რომ ვნახე და შევისწავლე ეს ყველაფერი, ცოტა გაკვირვებული ვიყავი, რანაირად შეიძლება განყოფილებას აკეთებდე და არანაირად არ რეგულირდებოდეს, არც წესი არსებობდეს, არც კონტროლის მექანიზმი?! აქედან გამომდინარე, ეს პრობლემები რომ ჩამოვაწერინე, ახლა ვართ იმ პროცესში, რომ განხილვა მიდის და აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ. ზუსტად იგივე მიდგომა უნდა ჰქონდეს, როგორც მაგალითად კლინიკებთან გვაქვს, სისტემატურად უნდა შევამოწმოთ და ერთჯერადი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ამ კონტროლს.
უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ დროს, ჩვენი თანამშრომელი მივა და ნახავს. მოქალაქეს როდესაც ემსახურება და სამედიცინო სერვისს უწევს, არ შეიძლება ინფექციური დაავადებების კერა ჰქონდეს იქ. სამწუხაროდ, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა სერიოზულად დგას და ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები.
მე და ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხშირად ვსაუბრობთ ამ საკითხზე და ის მახსენებს, რომ ყველამ სცადა და ვერავინ ბოლომდე ვერ მიიყვანა ამის მოგვარება. ერთ თვეში ყველა თავს ანებებდა. ვერავინ ვერ მოერია, იმიტომ რომ სერიოზული პრობლებაა. ეს პრობლემა უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც არის რასაკვირველია, მაგრამ იქ პროცენტულად არის მინიმალური. ჩვენს შემთხვევაში როცა კონტროლი ნაკლებია, ყველაფერი ვერ არის ნორმალურად." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა "აიპრესთან".