სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს სიონის ტაძარში, სადაც მან ილია მართლისა და ელია თესბიტელის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია მღვდელმთავრებთან ერთად შეასრულა:
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ილიაობა, 2 აგვისტო, 2023 წელი სიონის საპატრიარქო ტაძარი
2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო გადმოცემით, ილია თეზბიტელის ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.