იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე გაათავისუფლეს

1540057809
ამ წუთებში გაათავისუფლეს გირჩის წევრები იაგო ხვიჩია და დიმა ობოლაძე.
ამ წუთებში "გირჩის" დაკავებული წევრები: იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე გაათავისუფლეს. მათი თქმით, შსს-ში ჩაუტარეს გამოკითხვა, სადაც ძირითადად ეკითხებოდნენ თუ ვინ დაგეგმა აქცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს "გირჩმა" კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გამართა, თუმცა იქ შეკრებილი ხალხი მალევე დაიშალა, რადგან "გირჩის" ლიდერები დააკავეს.
ჯერჯერობით არ გაუთავისუფლებიათ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.