ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას.ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას თქვე დაუნდობელო ჯალათებო,- წერს 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან პოლიციელის ტყვიით მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა, ია მეტრეველი.
მისი თქმით, რაც არ უნდა შეცდომები ჰქონდეს ოცნებას, ხალხი ვანო მერაბიშვილს და მათ ხელისუფლებას უკან არ მოუშვებს. ,, ეს, ხედავთ კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას. ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას თქვე დაუნდობელო ჯალათებო. რაც არ უნდა შეცდომები ჰქონდეს ოცნებას, ხალხი თქვენ უკან არ მოგიშვებთ .კარგად გვახსოვს თქვენი სისხლის მდინარეები, თქვე დაუნდობელო მკვლელებო“,- წერს ია მეტრეველი შეგახსენებთ, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა  ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.