"შევეცდები, რომ სანამ ცოცხალი ვარ, არ დავიკარგო ისტორიაში",-ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნემ, კინოკრიტიკოსმა და ჟურნალისტმა გოგი გვახარიამ სალომე ასათიანის ინტერVIEW-ში სხვადასხვა დროს მისი გადაცემების დახურვაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც მის გადაცემებს ხურავენ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თავის მართლება უწევთ.
"ამბობენ, რომ მათ არ დაუხურავთ გადაცემა იმან დახურა, ნიკიფორემ, ნიკიფორე ამბობს, რომ დახურა მზევინარმა და ასე შემდეგ, თუმცა, ეს ერთი ჯგუფი იყო, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის გრძელდება და მეორდება, თუმცა, ეს არის საინტერესო, რომ ეს ადამიანები იკარგებიან შემდეგ ისტორიაში, ისინი არავის ახსოვს და მერე კითხულობენ ხოლმე, რას აკეთებს ის კაცი, რომელმაც შენი გადაცემა დახურა, შევეცდები, რომ სანამ ცოცხალი ვარ არ დავიკარგო ისტორიაში",-აღნიშნა გოგი გვახარიამ.