საქართველოს გზების ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზაზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.