გლდანის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ამ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები სამ მისამართზე დასრულდა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავჭალის ქუჩა N5, შალვა აფხაიძის შესახვევი N15 და ზაჰესში, თავისუფლების ქუჩა N13ა კორპუსებთან არსებულ სტადიონებს.
პროექტის განხორციელების შედეგად დაზიანებული ინვენტარი სრულად განახლდა. ჯამში, სამივე მოედნისთვის 146 491 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.