გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოების ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ამჯერად,  კიდევ სამი კორპუსის - მუხიანის I  მიკრორაიონის N17 კორპუსის IV სადარბაზოს,  მუხიანის  II მიკრორაიონის N18 კორპუსის IV სადარბაზოს და გლდანის V მიკრორაიონის N11 კორპუსის X სადარბაზოს ადაპტირება განხორციელდა.

სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართებზე ელექტროპანდუსები  დამონტაჟდა. სამივე პანდუსის მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  135 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს  გლდანის გამგეობის მიერ ჯამში, 5 ელექტროპანდუსი და 1 შშმ ლიფტი დამონტაჟდა.

შესრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.