განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში არტურ გებალთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. გივი მიქანაძემ საელჩოს ხელმძღვანელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითად მიმართულებებზე.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებას და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოების საკითხზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.