განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის XVI საერთაშორისო კონფერენციის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის საერთაშორისო კონფერეცია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს, XVI კონფერეციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება მასპინძლობს.
კონფერენციის გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ენის, როგორც ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნის მნიშვნელობაზე. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული კონფერენცია არის საუკეთესო პლატფორმა ქართველი და უცხოელი საუნივერსიტეტო და სამეცნიერო მოღვაწეებისთვის ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.