გადაცემა "პოსტფაქტუმის" წამყვანმა, გიორი გაბუანიამ თავისი გაბულოგი №52 - თბილისის მერს კახა კალაძესა და დედაქალაქში მიიტაცებულ მიწებს მიუძღვნა.
"წარმოიდგინეთ თქვენი კუთვნილი მიწა, რომ ვიღაცამ შემოღობოს და შემდეგ სახლი დადგას, შემდეგ განუცხადონ -  მიწა ჩემია, იმიტომ რომ აქ უკვე მე ვცხოვრობო. მარტივად აპატიებთ და გადაუფორმეთ? თქვენ მიწას? არა მგონია, დარწმუნებული ვარ თუ საკუთარი ფეხით არ წავლენ, თქვენც ზუსტად ისე ჩართავთ პოლიციას და სამართალდამცველებს პროცესში, თუ სხვანაირად არ გამოცა ზუსტად ისე გააყრევინებთ და დაანაგრევინებთ თქვენი  მიწის მიმთვისებლების სახლს, როგორც ეს მერიამ გააკეთა. ფაქტია, მიწის მიტაცების პროცესი უნდა შეჩერდეს! თუ ეს დღეს არ შეჩერდა ცოტა ხანში თბილისში თავისუფალი სახელწმიფო მიწა აღარ დარჩება. კახი კალაძეს უწევს არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა. მას შეიძლება ეკამათო თუ რა ფორმით და რა დროს ხდება ეს.  მაგრამ, კალაძეს ვერ ეკამათები იმაზე, რომ ტერიტორიების მიტაცება შესაჩერებელია და ვერც უკვე მიტაცებული მიწების დაკანონება ვერ მოხდება ასე ხელაღებით. მერს პრინციპული დამოკიდებულება აქვს და ჩემი აზრით ესეც არ არის  ცუდი", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. შეგახსენებთ, 2020 წლის 15 დეკემბერს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო.