აშშ-ის ელჩს ვთხოვეთ, რომ გამოიყენოს ყველა ბერკეტი რათა გვარამია და მისი სახით მედია გათავისუფლდეს, - ამის შესახებ “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ აშშ-ის ელჩთან მედიამენეჯერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მთავარი საკითხი, რაც ახლა ჩვენთვის პრინციპულად დგას, ეს არის ნიკას თავისუფლება. ჩვენ რა თქმა უნდა, ვთხოვეთ აშშ-ის ელჩს და მისი სახით შეერთებულ შტატებს, რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის. იმისათვის, რომ ნიკა და მისი სახით მედია გათავისუფლდეს, დაიბრუნოს თავისუფლება. ჩვენ ვიცით და ყველა ვხვდებით, რომ ამერიკას შეუძლია და ეს არაერთხელ მომხდარა, რომ განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა, რათა "ქართული ოცნება" დროებით მაინც გადმოიყვანოს სწორ რელსებზე," - თქვა გიორგი გაბუნიამ. ცნობისთვის,  რუსთავი-2-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ნიკა გვარამია. მას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და დარბაზში დააკავეს,    კახა დამენიას “რუსთავი 2-ის საქმეზე” ჯარიმის სახით 50 000 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო სასამართლომ “რუსთავი 2-ის საქმეზე” ზურაბ იაშვილი უდანაშაულოდ სცნო