მე მინდა ვიარო ადგილებზე: სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებში, უნივერსიტეტებში და ადგილზე გავეცნო პრობლემებს, საკითხებს, გამოწვევებს. ეს შემდეგ გახდება საფუძველი, რომ კაბინეტში მივიღოთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება. დასაქმებისკენ ყველაზე მოკლე გზა ეს არის პროფესიული განათლება. ვგეგმავთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მეტ სტიმულირებასა და კიდევ მეტ მხარდაჭერას, რომელიც უკავშირდება სწავლის გადასახადს, საცხოვრებელი პირობების მხარდამჭერ მექანიზმებს, ვისაც ეს სჭირდება და წარჩინებული, მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის მეტი სასტიპენდიო მექანიზმების შეთავაზებას“, - განაცხადა ამილახვარმა.