იქონიებს თუა რა ჩემი შვილის მკვლელების დასჯაზე გავლენას, დამოკიდებული იქნება უკვე საქართველოს სამართალდამცველებსა და ჩვენი ხელისუფლების ნებაზე - ამის შესახებ გოგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ ტვ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგა ოთხოზორიასთან დაკავშირებით
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გამარჯვებაა და ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების ჯერია, მოითხოვოს მკვლელის გადმოცემა და კანონიერად მისი დასჯა.
"ეს არის საქართველოს გამარჯვება და ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ დაფიქრდეს ვისაც ევალება, რუს ჯალათებს, რომ ასე ქართველი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ შერჩებათ მათ. ამავდროულად, იმედი გაჩნდა იმისა, რომ დაღუპული და სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი ადამიანების საკითხებიც დადებითად გადაწყდება...
იქონიებს თუ არა ჩემი შვილის მკვლელების დასჯაზე გავლენას, დამოკიდებული იქნება უკვე საქართველოს სამართალდამცველებსა და ჩვენი ხელისუფლების ნებაზე. ახლა უკვე ხელში უჭირავთ ასეთი გადაწყვეტილება, შეუძლიათ კატეგორიულად მოითხოვონ მკვლელის გადმოცემა ქართული მხარისთვის და დასჯა კანონიერად" - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ .
მისივე თქმით, მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ რაშიდ კანჯი ოღლი არაა დამნაშავე და კადრებში კარგად ჩანს კიდევ 4 შეიარაღებული ოკუპანტი, რომლებმაც დაუბრკოლებლად გადმოკვეთეს ე.წ. საზღვარი და მკვლელობის შემდეგ უკანაც დაუბრკოლებლად გაბრუნდნენ.
ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მნიშვნელოვანია მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს ის 14 წლიანი განაჩენი, რომელიც ქართულმა სასამართლომ ოკუპანტ მკვლელს დაუსწრებლად მიუსაჯა. მისივე თქმით, მკვლელების გადმოცემას, ხელისუფლება ყველა შეხვედრაზე უნდა ითხოვდეს.




