"რუსთველი კი ამბობს: "თავსა ახლად ვერვინ იშობს", მაგრამ მან მხოლოდ ფიზიკური დაბადება იგულისხმა - სულიერად ადამიანს ყოველთვის შეუძლია ხელახალი შობა." - წერს ფილოლოგი გია მურღულია თავის სოციალურ ქელში

 მისი თქმით, არ არსებობს მისი (ადამიანის) სიცოცხლის არცერთი დრო, როდესაც პოზიტიური სულიერი გარდასახვა, გაუმჯობესება და დახვეწა გამორიცხულია.

"მეტიც - ნამდვილი ადამიანი მხოლოდ ის არის, რომლის ყოველი მომდევნო დღე უკეთესია წინაზე. ამ აზრით, ნებისმიერი გათენება ჩვენი დაბადების დღეა.უკვე პირველის ერთი წუთია?ყველას გილოცავთ დაბადების დღეს - იმას მაინც, ვისაც სურს ახალ დღეს წინაზე ცოტა მეტი იყოს.მეტი ყოფნა თუ განუახლებელი ყოფნა? - საკითხავი, აი, ეს არის!ამ კითხვის პასუხი უკვე იცი?" - წერს გია მურღულია.