შენი იმედი რომ აქვს, გელის და დაეხმარები - სიკეთეა. საერთოდ რომ არ გელის და მაინც დაეხმარები - სიკეთეა. უცნობს რომ დაეხმარები - სიკეთეა. მტერს რომ დაეხმარები - სიკეთეა. ხელს რომ არ შეუშლი - სანახევროდ ეგეც სიკეთეა. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. 

"ხედავ, ღმერთმა რამდენი შესაძლებლობა მოგცა, რომ მისთვის სასურველი და მოსაწონი საქმე გააკეთო? განა დასანანი არ იქნება, ყოველ მათგანზე უარი თქვა? უბრალოდ, უნდა გაისარჯო, რომ დახმარება შეგეძლოს - სულიერადაც და მატერიალურადაც. სამყაროს თხოვნა ასეთია: როცა დასჭირდები - მზად იყავი" -