"გიყვარდეს - ნიშნავს სხვისი ცხოვრება ისე აქციო საკუთარზე უფრო მნიშვნელოვნად, რომ თავი არ დაიმცირო. ნამდვილი სიყვარული არასდროს აკნინებს - მხოლოდ "აღამაღლებს," - წერს ფილოლოგი გია მურღულია.
არის ყალბიც, არის მოჩვენებითიც, არის წუთიერიც...არის გატაცებაც, არის მოწონებაც, არის ვნებაც...არის ანგარიშიანიც, არის რაციონალურიც, არის სასარგებლოც...არის მშვიდიც, არის ბობოქარიც, არის სახიფათოც...
სიყვარული ცხოვრებაა და ამიტომ მრავალსახოვანია, მაგრამ ის, რომელიც ადამიანს აღამაღლებს, ერთადერთია, "ცალის" პოვნაა, სულისა და ხორცის ზიარებაა, ნდობაა, რომელიც ყოველწამიერად ამარცხებს ეჭვს.
რა უცნაურია, არა? - სამყაროში 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და მას მაინცდამაინც შენ შეუყვარდი.და ვინმე იტყვის, რომ ეს შემთხვევითია?ღმერთი ყოველ ბედნიერ სიყვარულში საკუთარ თავს შეიცნობს.... ადამიანიც.