ნუ იქნები სანთელი, რომელიც არასდროს აინთება,- ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„სანთლის ჩაქრობას ერთადერთი გამართლება აქვს - თუ ის ბოლომდე დაიწვა.
სანამ შესაძლებლობა აქვს, უნდა ენთოს, რადგან ამისთვის გაჩნდა.
ასეა კაცის ცხოვრებაც.
ეს წერია სახარებაშიც და ადამიანის გულზეც.
ნუ იქნები სანთელი, რომელიც არასდროს აინთება - სიტყვა "საზრისი" ლექსიკონში ტყუილად არ შეუტანიათ",- წერს გია მურღულია.