ხშირად დამინახავს სხვადასხვა მონასტრიდან თუ სიმაღლიდან ჩემი სოფლის ტერიტორია, მომიჯნავე ადგილები და ძალიან გული მტკივა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა, გენო პეტრიაშვილმა.
მან თავისი ბავშვობა, ცხოვრების რთული პერიოდები გაიხსენა, რომელმაც იგი კიდევ უფრო გააძლიერა, უფრო მეტი ძალა და ბრძოლისუნარიანობა შესძინა. პეტრიაშვილმა ბავშვობა სოფელ ნულში გაატარა. ახლა კი ოკუპირებულ სოფელს თვალს შორიდან თუ შეავლებს.
„ხშირი იყო სროლები, ცეცხლის გახსნა, ომი იყო ფაქტობრივად. ბავშვობიდანვე ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი და შიშებიც კი აღარ მქონდა“, - გაიხსენა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მისიაა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და „დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული აფხაზეთი და სამაჩაბლო. დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები.
მას ერთი მთავარი ოცნება აქვს.
„როდესაც ჩვენს სოფელში დავბრუნდებით, ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი მომენტი, ბედნიერება თუ არ ვიცი, ოცნება, ყველაფერი - ამის გულწრფელად მჯერა და წამს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.