ძალიან ამაღლებული შეგრძნებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყანა ასახელო, უმაღლეს საფეხურზე აიტანო შენი ჰიმნი და დროშა - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, ქართველი ოლიმპიელების საზეიმო დახვედრის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღესაც ემოციების პიკში ვართ იმიტომ, რომ ჩვენ სპორტსმენებს გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დროშა უმაღლეს საფეხურზე ავწიოთ, თუნდაც ვცადოთ ეს ყველაფერი და ეს არის ძალიან მაგარი, ამაყებს გვხდის და ძალიან ამაღლებული შეგრძნებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყანა ასახელო, უმაღლეს საფეხურზე აიტანო შენი ჰიმნი და დროშა,“ - აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.