საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და უკვე არსებულის რეაბილიტაციაა. ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო - გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაითესა ბალახი და დაირგო 232 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდა.

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა.

დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ.