რეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 1-5 თებერვალს მისი ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ფილმების ჩვენება „არაჩვეულებრივი გამოფენით“ (1968 წ.) 1 თებერვალს, 19:00 საათზე, გაიხსნება. რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი ასევე იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963 წ.), „მიქელა“ (1965 წ.), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983 წ.), „სავარძელი“ (2017 წ.), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977 წ.), „შერეკილები“(1973 წ.) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია)(2022 წ.).
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.
რეტროსპექტივაზე დასწრება თავისუფალია.