დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ექიმის ნიკა ქარსივაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა, საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ. დღევანდელი დღისთვის გართულებას ან რამე ახალ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. 

გრძელდება მკურნალობა, შეფასება, შესწავლა მდგომარეობის", - აღნიშნა ნიკა ქარსივაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ სამხედრო დაჯგუფება "მხედრიონის" ყოფილ წევრს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი შვილი კი, ადგილზე გარდაიცვალა.